ქუთაისში მწერალთა სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობის დასრულება კიდევ ერთი წლით გადაიწია.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თინათინ ბერიშვილის თქმით კომპანიამ ვალდებულებები 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს. გასულე წელს “მეგა ტვ”-თან საუბრისას თინათინ ვერიშვილი აღნიშნავდა რომ სამუშაოები 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდებულიყო.
„მწერალთა სახლის“ შენობა, 2016 წელს გასხვისდა. როგორც ცნობილია, ადგილზე 120 ნომრიან, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებენ. თავდაპირველად პროექტი 2020 წლის მე-4 კვარტალში უნდა დასრულებულიყო.










