ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა “მეტადონის პროგრამის” მომხმარებელი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა.
დაკავებული 35 წლამდე კაცია. სპეცოპერაცია იმერეთის სამხარეო პოლიციამ ჩაატარა. ამ დროისთვის ადგილზე კომენტარი არ კეთდება.
წყარო: MTAVRI