LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა”

“ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა”

დაპოსტა 2026/10/29-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან – მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაცია ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან “თოდუას” კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ იგი ეტლით გადაადგილდება. პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას ჯერ კიდევ თვეების წინ გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.

ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ელენე პოლიტიკური პატიმარია. ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვის იბრძვის. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თავის უწინდელ პუბლიკაციებში მიუთითებდა, მის მიერ ჩადენილი ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლისსამართლებრივს. ხოლო, დაკისრებული სასჯელი – 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის შერაცხილ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია.

მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან.

ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას.

გვჯერა, რომ საქართველოში მოვა დრო, როდესაც დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც გასცემდა ბრძანებებს და მიზანმიმართულად მოქმედებდა საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ დ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მოვა დრო, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს და სამართალი გაიმარჯვებს!

თავისუფლება ელენე ხოშტარიას!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“,- ნათქვამია განცხადებაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დიტო ჩუბინიძე – რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? – ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია – მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ...

დაწვრილებითDetails

დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. „მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს,...

დაწვრილებითDetails

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
კაცი ადგილზე დაიღუპა,ხობში მანქანა ქვეითს დაეჯახა
მთავარი

მდედრობითი სქესის სახელით მამკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილზე შეხვედრას უნიშნავდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - საკითხზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა

დაწვრილებითDetails

წყალი 18:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ლ.ქიაჩელის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობისას 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:...

დაწვრილებითDetails

“მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა…”- შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

29 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები +15 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ. გაგრა +24 მოღრუბლული სოხუმი +23 მოღრუბლული ზუგდიდი +23...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 160 კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. "სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობასა და გაბედულ ნაბიჯებს გპირდებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ მიიღოთ. კურო ყურადღება ფინანსებსა და პირად ურთიერთობებზე გაამახვილეთ. სიმშვიდე და მოთმინება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ტყუპები...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება
All news

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"