ქუთაისის ინფექციური კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
როგორც კლინიკიდან იუწყებიან შუა ხნის ქალს ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს.
49 პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა.
ცნობისთვის, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.










