ქუთაისში დღეს კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ანესთეზიოლოგი მამუკა ნემსიწვერიძე მკურნალობას ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიდოა. ექიმი 60 წლის იყო.
“მამუკა ნემსიწვერიძე – საუკეთესო ადამიანი, მეუღლე, მამა, ბაბუ, მეგობარი, ექიმი…. კოვიდის მსხვერპლი :(((( აღარ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები უძლურია, გითანაგრძნობთ და ვიზიარებ მწუხარებას.” – წერს ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი ფეისბუკზე.
“ძნელია წარსულში ილაპარაკო, შეუძლებელიც. ჩვენი ყველას იმედი, დასაყრდენი, როცა მასთან ერთად იყავი, გამოუვალი მდგომარეობა უბრალოდ არ იყო, მამუკას სული ახლაც აქ, კლინიკაში ტრიალებს, უზარმაზარი დანაკარგია, აუნაზღაურებელი, მისი მეგობრების, თანამშრომლების, ქალაქის და სრულიად ქართული მედიცინის. მშვიდობით, მეგობარო” – წერს ნატალია ბაბუხადია.
60 წლის მედიკოსი რამდენიმე ხნის წინ დაინფიცირდა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და გვიან ღამით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ექიმს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა.