ქუთაისში კინოთეატრი დაბრუნდა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში კინო საქართველო ავრცელებს.
“დაგიბრუნდით! 
ძვირფასო მეგობრებო, თანაქალაქელებო, გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ ქალაქში დაბრუნდა კინო!
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ” – წერს სოციალურ ქსელში კინო საქართველოს გვერდი.
ქუთაისში კინოთეატრი ერთი წელია არ ფუნქციონირებდა. მოქალაქეებმა ქალაქში კინოს დასაბრუნებლად პეტიციაც შექმნეს.
კინოთეატრი ” საქართველო” ქუთაისში 2018 წლის 16 თებერვალს გაიხსნა. თუმცა მისი გახსნა ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.
კინოთეატრის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.
ქუთაისის კინო ასსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, აქ კინოთეატრები ფუნქციონირებდა ჯერ კიდევ მეორე საუკუნის დასაწყისში და მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ფუნქციონირება განაგრძო რამოდენიმე კინოთეატრმა “კომუნამ”, “საქართველომ”, “სულიკომ” და “გამარჯვებამ”, 2000-იანი წლების დასაწყისში ქუთაისში ყველა კინოთეატრი დაიხურა. ამის შემდგომ ქუთაისელი მაყურებელი თითქმის 20 წელი ელოდა კინოთეატრს და როგორც იქნა განახლებული კინო საქართველო დაგვიბრუნდა.