„კლინიკა ბომონდში“ ზესტაფონიდან კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილი ორსული ქალბატონის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
ზესტაფონის მკვიდრი, 38 კვირის ორსული კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში გუშინ, ღამით შემოიყვანა. ორსულს ზესტაფონის კლინიკაში ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ის ქუთაისში გადმოიყვანეს.
ე.წ. სწრაფი ტესტით ორსულ ქალბატონს კოვიდ 19 დაუდასტურდა. მოგვიანებით კი მისი ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნა. კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
„ქალბატონს ჩაუტარდა ასევე საკესირო კვეთა. აღნიშნული საკეისრო მისთვის მესამე იყო. ამ დროისთვის პაციენტი იზოლირებულ სივრცეშია მოთავსებული. ველოდებით კვლევის შედეგებს. დედაც და ახალშოვილიც თავს კარგად გრძნობენ,“- აცხადებს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.










