დღეიდან ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებადრთულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ქუთაისშიც გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც დაგეგმილი და დაწყებული იყო ვირუსის გავრცელებამდე. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისი ს მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნინოშვილის ქუჩის მე-19 ჩიხში, ბესიკის და ბერი თევდორეს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.










