ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, აფთიაქი დააყაჩაღეს.
თვითმხილველების თქმით პოლიციამ ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავა, ისინი არასრულწლოვნები არიან სავარაუდოდ 13, 14 წლისანი
ადგილზე პოლიციის 4 ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით დანის მუქარით აფთიაქიდან მთელი დღის ნავაჭრი თანხა წაიღეს.
როგორც მეგა ტვ-ს შსს_ში განუცხადეს ამ ეტაპზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.










