„ქუთაისი ქალაქია“, ამ ფრაზას მართალია როგორც DMO იმერეთის კონცეფცია გულისხმობს მრავალი გაგრძელება და დაბოლოება შეიძლება მოვუძებნოთ, თუმცა უპირატესი ალბათ მაინც მისი ისტორიულობა იქნება და ფრაზის ასე ჩამოყალიბება „ქუთაისი ისტორიული ქალაქია“.
მეორე თემაა, თუ რამდენად ვუფრთხილდებით ამ ისტორიას, რამდენად ვინარჩუნებთ და რა დანიშნულებას ვუძებნით იმ ძეგლებს, რაც წარსულის ფურცლებიდან დღევანდელობაში შემორჩა.
მდგომარეობა კი ასეთია, ისტორიის კვალი ნელ-ნელა ქრება . იგი მავანთა კერძო-კომციულ ინტერესებს თუ ამბიციებს ეწირება. დამოკიდებულება კონკრეტულ მაგალითებსა და ქმედებებშიც იგრძნობა და თუ ეს წინა ხელისუფლების მიერ კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის ფუნქციის შეწყვეტასა და ბაგრატის ტაძრის იუნესკოს სიიდან ამოღებაში გამოიხატა, ახლის დროს მივიღეთ თეთრი ხიდი, მრავალი დაანონსებული, თუმცა განუხორცილებელი პროექტი. მის საპირისპიროდ კი მოედანზე წამოჭიმული მაკდონალდის შენობა, რომელიც ქალაქს არაფერს მატებს გარდა კალორიებისა, ან იქნებ, ვინმემ ისიც თქვას, რომ ქუთაისში, ტურისტი ამერიკული ბურგერების დასაგემოვებლად ჩამოდის.
ის რომ ქალაქში არც ძველი ძეგლების ხელახალი წარმოჩენა თუ ახალი ტურიტებისატის მიმზიდველი ლოკაციების შემქნა არ ხდება არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი, ქუთაისის მერიის, ფაქტიურად მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოზე დამოკიდებულებას უკავშირებს, ხოლო ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი პოლიტიკური ნების არ არსებობასა და უბრალოდ არაკომპეტენტურობას.