LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/06/17-ში
A A
154
ნახვა
გაზიარება

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო სს “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი ლითონის ჯართის შეგროვება, ტრანსპორტირება და დახარისხება შემდგომში რეალიზაციის მიზნით ისე, რომ ვერ მომხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, “საქართველოს რკინიგზის” სხვადასხვა ტერიტორიიდან, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვილი ჯართის ნაწილის, დასაწყობების ნაცვლად, სატვირთო ავტომობილებით გატანა და შპს “ჯეოსთილის” საწარმოში ჩაბარება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მზადდებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.

დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი 22 120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს “ჯეოსთილზე,” ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. შესაბამისად, “საქართველოს რკინიგზას” დიდი ოდენობით 17 391 121 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

ასევე, 2022 წელს დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი და 2022 წლის 29 აპრილს, სს “საქართველოს რკინიგზასა” და შპს “რაველდს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებამ მიმწოდებლისგან შეისყიდა ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურება. სამუშაოების მიმდინარეობისას, დავით ფერაძის მითითებითა და ორგანიზებით, ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის იმჟამინდელ დირექტორისა და მიმწოდებლის დირექტორის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემები ჩაიწერა, რის საფუძველზეც შპს „რაველდიმ“ „საქართველოს რკინიგზისაგან“ ზედმეტად 403 844,69 ლარი მიიღო. შედეგად „საქართველოს რკინიგზას“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

დაკავებულებსა და ასევე, დაუსწრებლად ორ პირს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ორი პირის მიმართ, რომლებსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ, ძებნა გამოცხადდება,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო ნათია ვიპოვეთ!!! 24 საათის შემდეგ! მადლობა თანადგომისთვის ყველას“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში. დღეს...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შესაძლებლობები ელის. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც სიახლეების მიღებას არ შეუშინდება და ხელსაყრელი შანსების გამოყენებას დროულად შეძლებს. თვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
მთავარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5989 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9074 ლარია. აღნიშნული კურსი 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე შენარჩუნდება.

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ სადმე შეგხვდათ და ნახეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 557490450 მაკა...

დაწვრილებითDetails

“ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია - ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას, - ამის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა – სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა. დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს...

დაწვრილებითDetails

ზურა ჯაფარიძე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში მისი დაკავების გარემოებებზე განცხადებას ავრცელებს.   როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა ეკრძალება.   ჯაფარიძე აღნიშნავს,...

დაწვრილებითDetails

გიორგი შარაშიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას – „ოცნება“ ძალიან მწარედ აგებს პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი ფუნქცია დაუტოვეს, „ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება - „ოცნებას“ მინდა ვუთხრა, რომ ეს სრულიად უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედებაა, რომელიც სწორედ მათთვის იქნება...

დაწვრილებითDetails

ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ – ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით – თამარ ჩერგოლეიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
მთავარი

ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით, - ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"