პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს:
“სასწრაფოდ, დღესვე მჭირდება მოხალისეები და ექიმი. საშინელება დამხვდა. არ დაგეზაროთ რა.
დამირეკეს, ახლა მოვედი და პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი. ბებო ვეღარც ლაპარაკობს, კაციც დამტვრეულს გავს, წევს და ვერ ინძრევა. ამოშენებულ სადარბაზოში ცხოვრობენ, საშინელი სანახავია, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა მართლა.
ასე არიან ესენი თურმე დიდი ხანია, ანტისანიტარიაში. სანამ მეზობლები არ შევიდნენ და არ დამირეკეს.
უბრალოდ ვისაც გცალიათ მოდით საღამოს, 8 საათზე თემქაზე. მისამართს სათითაოდ მოგწერთ, რამდენიც მკითხავთ.
სასწრაფოდ სახლს უნდა დავამსგავსოთ აქაურობა, საწოლები დავუდგათ და საჭმელი ვაჭამოთ წესიერად. მოხუცის დაბანა თუ ვინმეს შეგიძლიათ, ფულსაც გადაგიხდით. ქალია და მოერიდება ჩემი. ექიმი სჭირდებათ და წამლები რაც დასჭირდება, ვუყიდით. ექიმსაც გადაგიხდით.
გამივრცელეთ თუ შეიძლება, იქნებ რამდენიმეს გეცალოთ და მომეხმაროთ, ამას მარტო ვერ ვიზამ. 558181218 – აქ მომწერეთ ნებისმიერ კითხვაზე.
გთხოვთ რა, ცოცხალი ვერცერთი ვერ გადარჩება, ასე რომ დავტოვოთ ![]()
ერთად გავაკეთოთ და ყველაფერი გამოგვივა. აბა ჩვენ ვიცით”- წერს სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი.










