ქუთაისს ახალი ლოგო და სლოგანი ექნება, თუმცა როგორც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა “მეგა ტვ”-თან ინტერვიუსას განმარტა ეს მთლიანი სტრატეგიის მხოლოდ მცირე ნაწილია. ლილუაშვილის განმარტებით ისინი კომპანია „მილენიამ ჰაბთან“ და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად სტრატეგიაზე 2019 წელიდან მუშაობდნენ. სტრატეგია კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე შემუშავდა, განმარტა დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. „ქუთაისი ქალაქია“ სწორედ ასე ჟღერს ახალი სლოგანი.
“თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა” – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...








