საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა.
ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.
ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით აკავშირებს და აბუ-დაბის მიმართულება გადაყვანილი მგზავრების კუთხით, პირველ ადგილზეა.
აბუ-დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი რეისები ქუთაისიდან აბუ- დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით ავიაკომპანიაWizz Air Abu Dhabi-მა 115 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა
სამსახურში არ გამოცხადდა – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იტალიაში გარდაცვლილი კაცის შესახებ
იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია და ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში...










