ქუთაისი 7 ოქტომბერს ღვინის ფესტივალს „ღვინის დღეები“ უმასპინძლებს.
ღონისძიებები ცისფერყანწელების ქუჩაზე 14:00 საათზე დაიწყება.
საფესტივალო პროგრამა ასეთია:
14:00–21:00 იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
14:00–21:00 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.
14:00-21:00 საგამოფენო სივრცე – „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
15:00–18:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფელამუშის მომზადება, ყურძნის დაწურვა საწნახელში.
15:00–18:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: თიხით ძერწვა, ღვინის ჭიქებისა და ბოთლების მოხატვა.
15:30–16:00 ქართული ხალხური საკრავების წარმოდგენა.
16:00–17:00 ღვინის კონკურსი.
17:00–17:30 კინტოების წარმოდგენა.
17:30–18:30 სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილის სესიები ადგილობრივ ღვინოზე.
19:00–21:00 კონცერტი: ანსამბლი “ჰერიო“; „სალიო”.
შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში!
7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართება.