
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მატჩი გაიმართა. საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისი 2010”-მა “რუსთავი” 34- ქულიანი უპირატესობით 92:58 დაამარცხა. კლუბისთვის ეს გამარჯვება რიგით მე-3 მოგებული სუპერფინალია. “ქუთაისი 2010”-ის კაპიტანს გიორგი ბარბაქაძეს საქართველოს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის შვილმა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა, დამსახურებულმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.










