
სუპერლიგის პირველ მატჩში “ქუთაისი 2010”-მა “ვერას” – 132:96 სძლია. ეს შეხვედრა შედეგიანობით სარეკორდო გამოდგა ქუთაისელებისთვის სუპერლიგაში გამოსვლების მანძილზე. აქამდე “ქუთაისი 2010”-ს ყველაზე მაღალი შედეგიანობა შარშან, 20 ოქტომბერს “ბათუმთან” საშინაო თამაშში ჰქონდა – 125:88. ფოტო BC Kutaisi 2010










