სავარაუდო ბულინგის ფაქტი ქუთაისის სსიპ 30-ე საჯარო სკოლაში, როგორც ირკვევა მოსწვალეს სახელის გამო თანაკლასელები “ეხუმრებოდნენ”. ფაქტზე სკოლამ მოკვლევა დაიწყო, როგორც მეგა ტვ-თან საუბარში სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხის შესახებ მხოლოდ დღეს, პირველ საათზე შეიტყო. ” როდესაც ყველაფერი გაირკვევა რაც არის სკოლის შინაგანაწესით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ზომები იქნება მიღებული ” – აღნიშნავს ის
“ამის შესახებ მშობელმა დღეს გვაცნობა, დაახლოებით 1 საათზე, მშობლის თქმით, მან არ იცოდა რომ მის შვილზე მიმდინარეობდა ბულინგი, თავისთავად არც სკოლამ არ იცოდა. ბუნებრივია, როდესაც , არც დირექტორმა და არც დამრიგებელმა არ იცის ფაქტის შესახებ, რეაგირებასაც ვერ მოახდენს. ბულინგის ფაქტის გამოკვლევა დღესვე დაიწყო, მოსწავლეები და მშობლები გამოიკითხა და გამოიკვეთა, რომ სახელის გამო (გუგულა) ეხუმრებოდნენ, სავარაუდოდ ხუმრობა ხდებოდა ბულინგის სახით, ამის კვლევა ახლაც მიმდინარეობს . მართალია ბავშვები ხუმრობას არქმევენ, თუმცა ბულინგია და ჩვენ მანდატურის სამსახურთან ერთად ვაწარმოებთ შიდა მოკვლევას, ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვამბობთ, რადგან მეორე მხარესაც ბავშვები არიან და მათი უფლებებიც დასაცავია. როდესაც ყველაფერი გაირკვევა. რაც არის სკოლის შინაგანაწესით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ზომები იქნება მიღებული. ” | ამბობს დირექტორი
დღეს სოციალურ ქსელში ადვოკატმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა 30-ე სკოლის დირექტორი გულგრილობაში საჯაროდ დაადანაშაულა :
“სსიპ ქ. ქუთაისის 30-ე სკოლოს დირექტორო!
მაგ სკამს კარგად ჩაეჭიდე, რადგან გადმოვარდები მაგ სკამიდან ძალიან მალე!!!14 წლის ბავშვი ბულინგის მსხვერპლია და თქვენ ფეხებზე გკიდიათ! თან იცით, რომ ნამდვილად აბულინგებენ და ბავშვი მესამე დღეა ამის გამო სკოლაში არ მოდის და თქვენ ფეხებზე დაიკიდეთ არასრულწლოვნის მდგომარეობა!
ხვალ მელოდეთ სკოლაში!!!” – წერს იგი სოციალურ ქსელში
სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას, სიცრუეს უწოდებს
“რაც შეეხება ამ ინფორმაციის გამვრცელებელი, ადვოკატი, რომელიც ამბობს რომ სკოლას 3 დღეა აქვს ინფორმაცია და ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია, არის არაკაცი, რადგან ინფორმაცია ბოლომდე ტყუილია. მე ყოველთვის ვიცავ მოსწვალეთა უფლებებს ეს მთელმა ქალაქმა ძალიან კარგად იცის და ყოველთვის დავიცავ ყველა ბავშვის უფლებას, ვისაც აბულინგებენ და ვინც აბულინგებს. ბავშვი ოთხშაბათს სკოლაში იყო, ბავშვმა თქვა, რომ გადასვლას აპირებდა თუმცა მიზეზად ბულინგი და სკოლაში აუტანელი სიტუაცია არ დაუსხაელებია. ” – აცხადებს იგი










