ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა. კობა ომანაძე, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.
ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო.
კობა ომანაძის უფლებადამცველის, ილია ჯანელიძის თქმით, პირის ამოკერვამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა.