ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ახალი როიალი Ritmuler და ელექტრო პიანინო Pearl River აქვთ.
სასწავლებელს ინსტრუმენტები საქართველოს კულტურის სამინისტროს და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გადაეცათ.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებული სასწავლებელი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა.










