ცნობილი მუსიკოსის ვალერიან შიუკაშვილის საჩუქარი ქუთაისს კონცერტის პარალელურად გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ვალერიან შიუკაშვილმა ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და #1,#2, #3, #4 სამუსიკო სკოლების ღვალწლმოსილ პედაგოგებს სიგელები გადასცა კონკურს-ფესტივალებში მიღწეული წარმატებებისათვის , ქალაქის მუსიკალური ცხოვრების განვითარებაში და თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრის წოდებით დაჯილდოვდნენ სასწავლებლისა და სამუსიკო სკოლების დირექტორები, ხოლო ხელოვნების აკადემიის სახელით დოქტორის წოდება მიენიჭათ : ჟორა ლომთაძეს, ციცინო თოდუას, ლედა კანკავას, ლავალეტა ფორჩხიძეს და რუსუდან ლორთქიფანიძეს.









