ქუთაისის სპორტის სასახლე სახურავის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა ქარმა ფაქტობრივად მთლიანად დააზიანა გადახურვა.
ამ ეტაპისათვის სპორტის სასახლეში ყველა ღონისძიება გაუქმებულია, არ მიმდინარეობს, არც ვარჯიში. როგორც ადგილზე განგვიცხადეს პირველ ეტაპზე შენობას დროებითი გადახურვა გაუკეთდება :“დაგეგმილია სრული რეაბილიტაციაც”
სახურავის სავალალო მდგომარეობასთან ერთად სავალალო მდგომარეოაშია შინა ინფრსტრუქტურა , დამტვრეულია სკამები .
ქუთაისის მერიას ამ ეტაპისათვის ტენდერი მხოლოდ პროექტირებაზე აქვს გამოცხადებული (NAT230000240) . წინადადებების მიღება 24 იანვარს დასრულდება . შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარია.
აი, თუ როდის დაიწყება უშუალოდ სამუშაოები რთული სათქმელია.