ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბიკე კასიმოვას პროცესი მიმდინარეობს.
პროცესს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ადვოკატთან ერთად ესწრება.
დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედავება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის დედას. ის დაკავებულის კანონის უმკაცრესი წესით გასამართლებას მოითხოვს.