ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:
,,მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ!
როგორც მოგეხსენებათ, პირველი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათებითაა შესაძლებელი.
აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ტაბლოები მუშაობს ხარვეზებით. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზების გასასწორებლად და უმოკლეს ვადაში, ელექტრონული ტაბლოებით ინფორმაციები ზუსტად და დროულად იქნება მგზავრებისთვის მიწოდებული.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით, შექმნილი დისკომფორტის გამო.” – ნათქვამია გავრცლებულ განცხადებაში.










