LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ნაცმოძრაობას” ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა, ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, არსად გამქრალა – გიორგი ვოლსკი აგვისტოს ომის გამოძიებაზე

აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს – გია ვოლსკი

დაპოსტა 2026/09/02-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა – ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იბრძვის იმ მეთოდით, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ გააჩნია.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ აბსურდია, თითქოს, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ როგორმე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდეს.

„რაც შეეხება კითხვას, თუ რას ემსახურება წერილი – ამას ალბათ, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს, და მეორე – ის, რომ, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი შენ თვითონ იყავი, მაგრამ დღეს სააშკარაოზე გამოგიყვანა როგორც დამნაშავე. ადამიანმა რომ თავი მოიკლა დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს. ეს ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა, ჩემთვის ძალიან დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არ აქვს არანაირი ფასი – არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და მით უმეტეს, არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება.

არაა გამორიცხული ვერსია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. შეიძლება ვიღაც ჰპირდება, რომ თუკი იგი ამ მიმართულებით გააგრძელებს თავის ბრძოლას, ეს დაეხმარება ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას და შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს – პოვებს თავისუფლებას და დაივიწყებენ იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად აქვს ჩადენილი. მე ამას ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, რომ ეს გზა შეიძლება მისთვის იყოს სტრატეგიულად გამართლებული. შეიძლება „ჭკვიანმა ადამიანმა“, თუნდაც, თავისმა ადვოკატმა, მრჩეველმა მისცა ასეთი მოსაზრება რომ „დაუპირისპირდი, ჩაერთე ამ რევოლუციურ პროცესში ამ განცხადებებით, შექმენი კონსპირაციის შავი სურათი, რომ ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, დანაშაულები ხდება“, თითქოს, თვითონ არაფერი ჩაუდენია. ალბათ, ვიღაცამ უთხრა, ნაცვლად იმისა რომ ახსნა, ეს სიმდიდრე საიდან, რატომ, რა გზით მოიპოვა, შეტევაზე გადადი. ან შეიძლება, მის თავში ჩამოყალიბდა ეს სტრატეგია.

მე ვფიქრობ, ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი ეს მაინც ბიძინა ივანიშვილისთვის არის, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”.

„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, “რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?” და ამბობს, რომ საზოგადოებაში “დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ომბუდსმენი – რასთან დაკავშირებითაც მას პრეტენზია ჰქონდა, ეს იყო პაემნის გაუქმების ამბავი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
“ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ”- ლევან იოსელიანი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით ანუ 193.7 ლარით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ცნობისთვის,...

დაწვრილებითDetails

არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი – ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის სუსტი – შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი - ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივი რეგულირება იგეგმება

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივი რეგულირება იგეგმება
მთავარი

მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული. კერძოდ, გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს...

დაწვრილებითDetails

ზვიად შალამბერიძე – ღარიბაშვილს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი არ გახდეს – ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული, სხვა ნებისმიერი წერილი არასერიოზული იქნება

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
“ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება, არის არჩევნები” – ზვიად შალამბერიძე
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული არ იყო, ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებმა აიტაცეს და ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს - ღარიბაშვილს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები ოპოზიციის წისქვილზე წყლის...

დაწვრილებითDetails

ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა...

დაწვრილებითDetails

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 227 ფაქტი დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა
მთავარი

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, GCCA-ში - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. ლევან იოსელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ წუთებში მივიდა. სახალხო დამცველი მედიასთან კომენტარს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი ციხეში შეიძლება მოკლან და თვითმკვლელობად გაასაღონ

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს ცესკოს შესთავაზოს კომისიის წევრებისა და ყველა იმ პირის ვაქცინაცია , ვინც ჩართული იქნება არჩევნებში
მთავარი

ექს-პრემიერის სკანდალური წერილის შემდეგ, სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი საეჭვო თვითმკვლელობების სერიაზე საუბრობდა, ირმა ინაშვილი ითხოვს, რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი აამოქმედონ. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ახლა დაპატიმრებულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"