LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე მეგა ტვ-ს ეთერში გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტებას ავრცელებს

ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე მეგა ტვ-ს ეთერში გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტებას ავრცელებს

დაპოსტა 2019/10/13-ში
A A
116
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე მეგა ტვ-ს ეთერში გამოთქმულ მოსაზრებაზე კომენტარს სოციალურ ქსელში ვრცელ კომენტარს ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ტელეკომპანია “მეგა” – ს პირდაპირ ეთერში ჩემს მიერ გაჟღერებულმა მოსაზრებამ – დანაშაულის რაოდენობრივ ზრდასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მიღწევებს შორის გარკვეულ მიზეზ-შედეგობრივი შესაძლო კავშირის შესახებ, სხვადასხვა ადამიანების მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება გამოიწვია.
აღნიშნულის გათვალისწინებით,საჭიროდ მიმაჩნია გავაკეთო დამატებითი განმარტება,რაც ვფიქრობ,რომ უფრო ნათელს მოჰფენს ჩემს აზრს.
ხშირად მომისმენია,რომ ბოლო წლებში ციხიდან გამოსული,უკვე სასჯელმოხდილი ადამიანები ცალსახად აღნიშნავენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა ცხოვრების პირობებისა და მათ მიმართ ადამიანური დამოკიდებულების გაუმჯობესების შესახებ.
მისასალმებელია და მიღწევაა ის,რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში რადიკალურად დადებითისკენ შეიცვალა სიტუაცია.
ამასთან, უნდა ითქვას,რომ სერიოზულად ჩამაფიქრა სასჯელმოხდილის მიერ გაკეთებულმა უჩვეულო დასკვნამ,
რომ – თავისუფლებაზე ყოფნის დროს თუ ადამიანს “ნაცების” რეჟიმის დროს, ბევრ შეურაცხყოფაზე უწევდა თვალის დახუჭვა, რადგან არავის არ უნდოდა სააკაშვილისა და ახალაიას აუტანელი ციხეების ხეხვა, ახლა იგი ისე აღარ მოითმენს და დაუფიქრებლად დაიცავს საკუთარ ღირსებას,
რადგან დღეს, ციხეებში არსებული მდგომარეობა და პირობები, ძველებურად აღარ აშინებს! როდესაც ამ საკითხზე დავფიქრდი, მივედი იმ დასკვნამდე,რომ შესაძლებელია გვეფიქრა დანაშაულის ზრდასა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატმართა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შორის გარკვეულ შესაძლო კავშირსა და კანონზომიერებაზე.
კერძოდ, თუ პოტენციური დამნაშავესთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ციხეში მოხვედრა – იგი სამწუხაროდ,უფრო თამამია დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილების მიღებაში !
დავასწრებ მკითხველის გონებაში გაჩენილ მოსაზრებას,
და ვიტყვი,რომ საუბარი იქეთკენ არ მიმყავს, თითქოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი დამოკიდებულების აღდგენის მომხრე ვიყო ! რა თქმა უნდა – არა!
თუმცა, მიმაჩნია,რომ სასწრაფოდ არის მოსაფიქრებელი ისეთი ქმედითი პრევენციული ღონისძიებები,რომლებიც ციხეებში პირობების გაუმჯობესების მიუხედავად და მის პარალელურად, ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ აფიქრებინებდა დანაშაულის ჩადენასა და სასჯელის იოლად მოხდის შესახებ და პირიქით, დააშინებდა კიდეც და ხელს ააღებინებდა მას,უმნიშვნელო უკანონობის ჩადენისგანაც !
ალბათ, გასამკაცრებელია დამოკიდებულება დანაშაუ
ლის ჩამდენების მიმართ მანამ,სანამ ისინი დანაშაულს ჩაიდენენ,რადგან “ნაცების” მმართველობის პერიოდთან შედარებით,იცის რა,რომ ციხეებში ადრინდელი აუტანელი პირობები არ არის – დღეს, პოტენციური დამნაშავე უფრო დაუფიქრებლად მიდის ციხეში, რაც ზოგადად მიუღებელია და აუხსნელია,თუმცა ფაქტია და ეს დანაშაულის რაოდენობის ზრდასაც უწყობს ხელს!
ვფიქრობ, აუცილებელია იმაზე ფიქრიც,რომ ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული საერთაშორისო ნორმების ჩარჩოებში, ციხეებში დამნაშავეთა მიმართ, მოფიქრებული იქნას და დაწესდეს ურთიერთობის ისეთი ფორმები რომელთა წარმოდგენაც კი, პოტენციურ დამნაშავეებში გააძლიერებს თავშეკავებას და მორიდებას დანაშაულის ჩადენის კუთხით! …ოღონდ, კვლავ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო,რომ ნებისმიერი ახალი პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა პასუხობდეს ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს!
დარწმუნებული ვარ, პრობლემის ასეთი კუთხით წარმოჩენა ბევრისთვის უცხოა და შესაძლებელია საკამათოც,მაგრამ ჩვენ საერთო სოციუმის წევრები ვართ და კარგი იქნება და აუცილებელიც,თუ საერთო ძალისხმევით ვიბრძოლებთ მის დასაძლევად!” -წერს ალეკო ახალაძე.

თეგები: ალეკო ახალაძეკრიმინალის ზრდა
გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"