დღეს ქუთაისის, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი იუბილარია. 53 წლის თეატრმა უამრავ ცნობილ საოპერო სახეს უმასპინძლა და აღზარდა. იდგმებოდა არა მარტო საოპერო,არამედ საბალეტო სპექტაკლები. რამდენიმე სეზონი თეატრის ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი სახალხო არტისტი, ფალიაშვილის სახელობის პრემიისა და საერთაშორისო კონკურსების ლაურიანი მედია ამირანაშვილი. წარსულიდან დღევანდელობამდე თეატრი არ ივიწყებს მის ფესვებს და აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით მუშოაბას. მეგა ტვ მისი დაარსების ისტორიით დაინტერესდა.










