ქუთაისის მერია ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისათვის ხელახალ ტენდერს აცხადებს. (NAT220028963)
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`101`126 ლარია.
წინადადებების მიღება 25 იანვარს სრულდება.
სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეა.
სკოლის რეაბილიტაცია ამ დროისათვის უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა სკოლაში ჩატარებული სამუშაოები მოსამზადებელ ეტაპსაც კი ვერ გაცდა.
შპს “მშენჯგუფთან” გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით სარეაბილიტაციო პროცესი 2022 წლის 8 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო.
ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო კომპანიას ჯარიმა დაეკისრა 33 340.46 ლარის ოდენობით.~
სკოლა ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:













