ქუთაისის მერია საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 534`859 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 26 იანვარს დასრულდება. როგორც დოკუმენტაციაში ვკითხულობთ იგეგმება შენობის როგორც ძველი ნაწილის, ისე სახურავისა და ელექტრო მომრაგების სისტემების რეაბილიტაცია.
დაგეგმილია საჭადრაკო მოედნის მოწყობა.


ბოლოს საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა. ამისათვის სახელმწიფომ 335 222 ლარი გაიღო.
” შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ორი წითელი და მწვანე დარბაზი. პროექტის ფარგლებში იგეგმება მწვანე დარბაზის გაფართოება, რის შედეგადაც მოეწყობა ექვსი ოთახი. ასევე, რეაბილიტირდება შენობის ფასადი და აივნები. სამუშაოები ივნისში დასრულდება. საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების მასპინძლობას ზაფხულიდან შეძლებს.”
ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ჩანს რეაბილიტაციას ის სრულყოფილება დააკლდა, რასაც მაშინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გვიპირდებოდა.
საჭადრაკო სკოლა ახლა ასე გამოიყურება:











