LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება

“შეწყდეს ბლუყუნი „შეცდომებზე“, ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა” – მიხეილ სააკაშვილი

დაპოსტა 2026/11/16-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე” და „გადაცდომებზე”. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილის თქმით, ციხეს ძველებურად ორგანიზებული კრიმინალები აკონტროლებენ, რასაც მისივე თქმით, „ქოცებიც“ აღიარებენ.“

„ბათუმში, „საკონსტიტუციო სასამართლოში“, ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩემს დროს ბევრი საჩივარი იყო სტრასბურგში.

იცით, ისტორიულად, როდის და საიდან იყო ყველაზე მეტი საჩივარი სტრასბურგში? – ეს იყო მაშინ, როცა სიციალიაში დაიწყეს ნამდვილი ბრძოლა მაფიასთან, რომელსაც სათავეში ედგნენ გენერალი დელლა კიეზა, ბორსელინო და ფალკონე და ასევე ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც მუდმივად მწერს წერილებს ახლაც ციხეში, პალერმოს მაშინდელი მერი, ლეოლუკა ორლანდო.

სწორედ ლეოლუკა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის ოპოზიციაში როცა ვიყავი, არაერთხელ ჩამოსულა თბილისში, ჩემს მხარდასაჭერად, შეხვედრებზე დამყვებოდა ვაკის რაიონში.

ის იყო ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც დავუპირისპირდით ორგანიზებულ დანაშაულს საქართველოში. ორლანდო მიყვებოდა, რომ მაფიოზებს ჰყავდათ საუკეთესო ადვოკატები და ისინი წარმოუდგენელი რაოდენობით საჩივრებს წერდნენ ყველა ინსტანციაში. მიუხედავად ამისა, სიცილიური მაფია მაშინ დამარცხდა, თუმცა ამ ბრძოლას შეეწირნენ ფალკონე და ბორსელინო, ხოლო ორლანდო გადარჩა და ახლა ევროპარლამენტის დეპუტატია.

ხოდა დროა შეწყდეს უაზრო ბლუყუნი “შეცდომებზე” და “გადაცდომებზე”. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ.

რაც შეეხება ევა გოცირიძეს, ის შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში და ბუნებრივია ის ახლა ივანიშვილის მოსამართლეა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აღარ იწერება ახლა საჩივრები სტრასბურგში ციხეებიდან, ამაზეც არსებობს ძალიან მარტივი პასუხი. ჩემს დროს ქურდები და მაყურებლები ციხეებს ვერ აკონტროლებდნენ. ახლა თვითონ ქოცებმაც აღიარეს, რომ ციხეს ისევ ძველებურად აკონტროლებენ ორგანიზებული კრიმინალები. მათ მიერ სტრასბურგში სარჩელების დაწერა უმკაცრესად ისჯება.

რატომღაც ყველამ უცებ მიივიწყა ის ორი პატიმარი, რომელიც საკანში მოკლეს კრიმინალებმა და ორივე “თვითმკვლელობად” გააფორმა ადმინისტრაციამ – ერთი ორსართულიანი საწოლიდან გადმოვარდაო და მეორემ “ტუალეტში თავი ჩამოიხრჩოო” და ვითომ არაფერი.

მინდა გაგახსენოთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ციხეში კრიმინალები ხმამაღლა სკანდირებნდენ “ბიძო მოვიდა, ჩვენი დრო დაბრუნდა”.

ასევე მინდა დავწერო, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის გამოსვლები ბათუმში კარგია და რა თქმა უნდა, მაღალი აზრის ვარ უერთგულეს ლევან ბეჟაშვილზე და ანი წითლიძეზე, მათ მთელი რიგი სწორი მიგნებები ჰქონდათ და საერთოდ კარგად უჭირავთ თავი, მაგრამ ვინაიდან პროცესი ჩემს მმართველობას ეხება, მეც მაქვს ჩემი მყარი შეხედულებები და ვერავინ ამიკრძალავს მათ გამოხატვას“, – წერს სააკაშვილი.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“2031 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავარი

ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, -...

დაწვრილებითDetails

10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემაზე მიგვანიშნებს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემაზე მიგვანიშნებს
მთავარი

კვლევების თანახმად, შესაძლოა ძილის აპნოესა და თირკმელების ქრონიკულ დაავადებას (CKD) შორის კავშირი იყოს. ამ უკანასკნელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს თქვენი ორგანოები და ასევე გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. სხეულისთვის საკმარისი ჟანგბადის მიღებაში...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი...

დაწვრილებითDetails

ლანჩხუთში გიორგი ცეცხლაძეს გლოვობენ

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ლანჩხუთში გიორგი ცეცხლაძეს გლოვობენ
მთავარი

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ქობულეთელი გიორგი ცეცხლაძე დაიღუპა. „სამაგალითო მშობლების საუკეთესო შვილი...  როგორ მენანება მშობლები ამ საშინელი ტკივილის ასატანად.  უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი....

დაწვრილებითDetails

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე ენერგიულად დაიწყება. კარგი დროა ახალი საქმეების წამოსაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, საინტერესო შესაძლებლობა...

დაწვრილებითDetails

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

by მეგა TV
ნოემბერი 15, 2026
0
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
მთავარი

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მარლონ მორაესი დაამარცხა

by მეგა TV
ნოემბერი 15, 2026
0
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს
მთავარი

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი წუთნახევარში (4:2) დაამარცხა. მერაბი თავდაპირველად 0:2-ს მარცხდებოდა, შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა. მერაბის ანგარიშზე RAF-ში 3 გამარჯვება...

დაწვრილებითDetails

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დავით ფეიქრიშვილის მიმართ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"