ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიამს შეხვდნენ. ისრაელის ელჩი ქუთაისში გაცნობითი სახის შეხვედრებს მართავს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ებრაული ურთიერთობების საუკეთესო ტრადიციებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ელჩს სტუმრობისთვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.










