ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ოთხი კოვიდინფიცირებული დაემატა. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
“დაგვემატა ოთხი ინფიცირებული პაციენტი,მათგან ორი ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერია, ორი კი აჭარის კონტაქტი.ამ დროისთვის გვყავს 34 პაციენტი, მათ შორის 7 პნევმონიით”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...










