ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით შუახნის მამაკაცი შეიყვანეს. ის თერჯოლიდან კატასტროფის ჯგუფმა გადმოიყვანა. პაციენტი ერთ-ერთი დაინფიცირებულის ოჯახის წევრია.
სოფელ ღვანკითში მცხოვრები მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კლინიკაში მკურნალობას მისი ოჯახის კიდევ სამი წევრი გადის.
ქუთაისის ინფექციურში თერჯოლის კლასტერიდან კიდევ ერთ პაციენტს იკვლევენ.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსზე 24 პაციენტს მკურნალობებ.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 420 შემთხვევაა დაფიქსირებული.