ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუისზე მკურნალობას კვლავ 19 პაციენტი განაგრძობს. რეგიონში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
კლინიკას თვითდინებით ერთმა პაციენტმა მიმართა. მას ტემპერატურა აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.
დღეს ქუთაისის ინფექციურს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მათ განმეორებით ანალიზზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
საქართველოში კორონავირუსი ადამიანს 566 დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა.










