ქუთაისის ერთ-ერთი სასწავლებლის რექტორი და დეკანი, რომლებმაც დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, ყალბი ბაკალავრის დიპლომი დაამზადეს სასამართლომ დღეს 3000 ლარიანი გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლა. პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულში მონაწილეობდა კიდევ ერთი პირი, ე.წ შუამავალი, მის მიმართაც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო გამოიყენა.
სამივე მათგანი ბრალს აღიარებს.









