ქუთაისში გამოკვლეული 150 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძის თქმით ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების, საკარანტინო სივრცეებიდან გამოსულ პირთა ანალიზები და ასევე წყალტუბოში ინფიცირებული პირების კონტაქტები იყო.
გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეები 75-მა მოქალაქემ დატოვა, 320 კი რჩება.