LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო”- კახა კალაძე

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება – კახა კალაძე

დაპოსტა 2024/08/23-ში
A A
7
ნახვა
გაზიარება

26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვება არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების თემაზე საუბრისას.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ იმ მთავარ გზავნილებს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყებისას გაჟღერდა.

„ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რა ვითარებაა ქვეყანაში, რა ძალა ებრძვის ჩვენს სახელმწიფოს. პირველ რიგში, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ქვეყნის შიგნითაა წარმოდგენილი და იმართება ქვეყნის გარედან. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. ხომ წარმოგიდგენიათ, გერქვას პოლიტიკოსი, შენს ქვეყანაში საქმიანობდე და ამავდროულად, შენს ქვეყანას ებრძოდე. ეს ადამიანები ბრიუსელში დარბოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანაში ვიზალიბერალიზაცია არ ამოქმედებულიყო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო და კადრულობდნენ ყველაფერ ცუდს, რაც კი შეიძლება ადამიანმა იკადროს. დღესაც ასე აგრძელებენ. ეს არის ჩვეულებრივი აგენტებისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელიც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახითაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჯერ კიდევ არის საფრთხეები, ზეწოლა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაჩნდეს. ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა. მითუმეტეს იმის ფონზე, რაც მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩვენს რეგიონში ხდება.

ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა შეუძლია, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობაზე, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს.

„საუბარი იყო კონსტიტუციურ უმრავლესობაზე და ახსნილი იყო მისი აუცილებლობა. პირველ რიგში, 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც კონკრეტული წილი მიუძღვის. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რამაც ტერიტორიული მთლიანობა დაგვაკარგვინა, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, დავკარგეთ სოფლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, მივიღეთ უამრავი ლტოლვილი მოსახლეობა. ამ ყველაფერს გამოძიება და შესაბამისი პასუხისგება სჭირდება.

ასევე, დღევანდელ მოცემულობაში და მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან დიდი შანსია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ გადაწყობა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას კარგად ესმის არსებული გამოწვევები და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არ არის მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არის მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. მჯერა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"