“დღეს დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2,85 პროცენტი, ჩატარებულია 25 000-მდე ტესტი და 707 ახალი შემთხვევაა. იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი – 7000-ზე მეტია უკვე, ვინც ჰოსპიტლებში, აბულატორიულ თუ სასტუმროებში მკურნალობაზე არიან. ანუ დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე თანდათან მატულობს. ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი უარესდება, მაგრამ მას არ აქვს ე.წ. დიდი ნახტომისებური ხასიათი. ყველანაირად უნდა შევძლოთ, რომ შევაკავოთ და დავიჭიროთ ეპიდსიტუაცია ამ ფარგლებში აპრილ-მაისში, რომ მას არ ჰქონდეს ე.წ. ნახტომისებური ზრდის ხასიათი, რამაც საყოველთაო გავრცელებით შეიძლება შეგვიყვანოს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში ქვეყანა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გავითავისოთ, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელსაც სამედიცინო სექტორი მოსახლეობა მუდმივად სთხოვს, ეს არის – პირბადის უნივერსალური ტარება, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა და რაც მთავარია დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება. ყველა კლასტერი, რომელიც დღეს არის დაიწყო სუფრებიდან, დაიწყო სხვადასხვა ტიპის თავშეყრებისგან, ამიტომ ამას უნდა მოვერიდოთ და რაც მთავარია, უფრო აქტიურად მივიდეთ და ავიცრათ”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...










