ქეთისთვის – დღეს სამოქალაქო თეატრი ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის დასახმარებლად პერფორმანსს გამართავს.
,,მხარდაჭერის და ქველმოქმედების აქციით #ქეთისთვის!
სამოქალაქო თეატრი წარმოგიდგენთ პერფორმანსს “ქუთაისური ისტორიები” Boutique Hotel Argoში 17:00 და 20:00 საათებზე
მადლობა Natia Kakhiani – “არგოს” საოცარ ჯგუფს მეგობრობისთვის და Nona Kvaracxeliaს ჩვენთვის და #ქეთისთვის უანგარო თავდადებისთვის ” – წერს ზეკო ხაჩიძე სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვეა, თბილისში საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში გართულდა.
GE27TB7962545068100001
მიმღები ბერდია ბერძენიშვილი









