ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. წამებული დედოფლის მკლავის ძვალი და მარჯვენა ხელის მტევანი ამ დრომდე ინდოეთში, ქალაქ გოაში იყო დასვენებული.
გოას არქეოლოგიური მუზეუმიდან, დედოფლის ნეშთის გადმოსვენების ინიციატორი “მთავარი არხის” ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.
ქეთევან დედოფლის ძვლების საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინდურმა მხარემ ქვეყანას ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, მაჰათმა განდის ძეგლი საჩუქრად გადმოსცა, რომელსაც ვარკეთილის ერთ-ერთ სკვერში დადგამენ. ძეგლის გახსნის ცერემონიას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დაესწრება.










