LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ქართულმა ოცნებამ” იმერეთის ოთხივე საარჩევნო ოლქში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დაპოსტა 2020/09/21-ში
A A
597
ნახვა
გაზიარება

“ქართულმა ოცნებამ” იმერეთის ოთხივე საარჩევნო ოლქში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგინა. მმართველმა პარტიამ კანდიადატების წარდგენა ქუთაისიდან დაიწყო. „ქართული ოცნებიდან„ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ზაზა ლომინაძე , ხოლო მერის თანამდებობის დასაკავებლად იოსებ ხახალეიშვილი იბრძოლებენ.

ქუთაისის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში წარადგინა – აქ დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად პარტიიდან გივი ჭიჭინაძე იბრძოლებს. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში – პაატა კვიჟინაძე. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქში კი ბეჟან წაქაძე.

უდიდესი პასუხისმგებლობაა წარვსდგე თქვენს წინაშე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში. მადლობას ვუხდი მმართველ პარტიას ნდობისა და მხარდაჭერისათვის. დღეს ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი მთავრობა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. ჩემთვის მთავარი ფასეულობა ადამიანია, ამიტომ მუდმივად ვიზრუნებ, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული პედაგოგების, მედიკოსების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სხვადასხვა სფეროებში დასაქმებულთა ღვაწლი, მოხდეს პროფესიონალი კადრების და ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმება, თითოეული მოქალაქის ყოფითი პირობების გაუმჯობესება, თქვენთვის პრიორიტეტული ყველა პრობლემის მოგვარება! მწამს, რომ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მოსახლეობა, გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. კიდევ ერთხელ დავუდგებით ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონისათვის – იმერეთისთვის! მე ვიქნები თქვენი, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ინტერესების დამცველი! თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში! მჯერა, რომ ერთად ვიდგებით საქართველოს გაერთიანებისთვის! ერთად საქართველოს წარმატებისთვის! ჩვენ გავიმარჯვებთ! – განაცხადა გივი ჭიჭნაძემ.

“მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების  პირობებში, უამრავი საქმეა  გაკეთებული, არნახული საქმე. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა გზებთან დაკაშირებით. გზები  კეთდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის გზა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ,,ძირულა,  ხარაგაული, , ჩუმათელეთის”,  გზას და რომლის ღირებულებაც ასობით მილიონია, ძირფესვიანად შეცვლის ხარაგაულის ცხოვრებას –  ეს იქნება სწრაფი გადაადგილება, სწრაფი კომუნიკაცია,  მოიტანს სხვა ცხოვრებას, სხვა აქტიურობას.

რაც შეეხება ადგილობრივ გზებს – გეტყვით, რომ უმეტეს სოფლებში  გზები გაკეთებულია, ხოლო სადაც დარჩენილია, იქ ან დაპროექტება მიმდინარეობს ან მშენებლობა. გაკეთებულია უამრავი სკოლა, ბაღი, ამბულატორიები, იუსტიციის  სახლები და ა.შ,  მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია.  მოსახლეობა შეხვედრების დროს განსაკუთრებით  მოითხოვს საუბნო  გზებს, წყალს, გაზს – ეს მოთხოვნები ყოველ დღე ძლიერდება  და ეს სწორია იმიტო, რომ მოსახლეობა ხედავს, მთავრობა აკეთებს საქმეს, ადგილობრივი  ხელისუფლება აკეთებს საქმეს, შესაბამისად მოთხოვნაც გასაგებია.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებას“  აქვს საშუალება , ეს საკითხები ბოლომდე მიიყვანოს იმიტომ,  რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დროს დაიწყო ეს საქმეები.  გავიხსენოთ წინა   წლები და მიხვდებით, ახლა  რა კეთდება.

ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარების – ეს არის პირველ რიგში საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი. ეს არის სატრანზიტო დერეფანი. საქართველოში  ყველა კომუნიაკაცია,  აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხარაგაულზე გადის. სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა თავად მოსახლეობა, შრომისმოყვარე და უდიდესი გამოცდილებით.

დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს . ეს   ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა  ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. “- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

 

,,გამოცდილებას, ძალას და ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩემს რაიონში განვითარდეს ეკონომიკა და განვითარდეს მცირე ბიზნესი. ამის შესახებ ჩვენ ყოველდღიურ შეხვედრებზე ვსაუბრობთ და ყველაზე კარგად რაც შემიძლია, სწორედ ეს თემაა. გპირდებით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ ყველა წამოწყებას, ამა თუ იმ სფეროში, ჩემი გამოცდილებით ბიზნესის დაწყების სფეროში, აუცილებლად დავეხმარები. ვამაყობ იმით, რომ ვარ ზესტაფონელი. ვამაყობ იმით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი გამოწვევა ჩემს რაიონში, რომ მის გადალახვაში ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

“ქართულმა ოცნებამ” ხარაგაულის მერობის კანდიდატად კობა ლურსმანაშვილი, თერჯოლაში კი  ლაშა გოგიაშვილი დასახელდა
,,ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, ,,ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ხარაგაული წარმატებულ მუნიციპალიტეტად ვაქციო.
მე გამაჩნია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო საქმიანობის დიდი გამოცდილება, რაც სრულად მოხმარდება ხარაგაულის პოტენციალის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, არის მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც მწვავედ დგას მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ და უმოკლეს დროში ჩავაბარებთ ისტორიას დაბისა და სოფლების სასმელი წყლით მომარაგების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გაზიფიცირების მიმართულებით არსებულ პრობლემებს.
მზად ვარ, პროფესიონალურ დონეზე მთელი ჩემი გამოცდილებით, რომელიც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა, ვიყო თქვენ გვერდით, როგორც თქვენი ოჯახის წევრი,მეგობარი და ვიზრუნო თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებაზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ხარაგაულელის ცხოვრების დონის ამაღლება. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვუყურებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც კონკურენციით, გზა გაეხსნებათ პროფესიონალიზმისაკენ.
სრულად მაქვს გაცნობიერებული, რაოდენ დიდი პატივია, გახდე იმ მუნიციპალიტეტის მერი, რომლის შემადგენლობაში სოფელი ფარცხნალია. სოფელი, რომელმაც ორმოცი პროფესორი და ოთხი აკადემიკოსი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ასევე არ შემიძლია, არ გამოვყო კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებები, რომელთა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს ტრადიციები კვლავ გრძელდება.
,,ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური პარტია და ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს მიბრძანდეთ არჩევნებზე და სიყვარულით, სიმტკიცით გადამჭრელი ხმა მისცეთ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს.
დიდი პატივია, თქვენთან ერთად ვაშენო ხარაგაული!“ – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა
გაზიარება239

დაკავშირებული -პოსტები

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – რას სთავაზობს “ქართულ ოცნებას” ბჟანიას ოპოზიცია
მთავარი

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა
მთავარი

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის...

დაწვრილებითDetails

როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„დიპ-სტეიტის“ გეგმით, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოება ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო,...

დაწვრილებითDetails

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა – EU-ს ანგარიში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”
მთავარი

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა - ევროკავშირი მწვავე დასკვნას აქვეყნებს. 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მიმოხილულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გასულ წელს...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატო-ს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის...

დაწვრილებითDetails

ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"