„ქართული ოცნების“ ოფისთან მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. ადგილზე შეკრებილები არიან, როგორც „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები, ისე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები.
ამასთან, როგორც „სირცხვილიას“ წევრმა თათია წულაძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა მათი მიმართულებით პიროტექტნიკა ისროლა, რის შედეგად მათი მოძრაობის წევრი, გეგა სალუქვაძე დაშავდა. დაშავებული საპატრული პოლიციის წარმომადგენელმა ტერიტორიიდან გაიყვანა.
აქვე ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა. როგორც მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა განაცხადა, მამაკაცი არც ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი და აქტივისტი არ არის.
ამ წუთებში მამაკაცს სასწრაფო დახმარების ექიმები ადგილზე უწევენ დახმარებას.
ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე „შეცვალეს“ აქტივისტებდა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.