ქართული ენა მალე Microsoft-ის ყველა პლატფორმაზე ინტეგრირდება. პროექტს ,,თიბისი” და Microsoft ერთობლივად ახორციელებენ, მისი მთავარი მიზანი კი ქართული დამწერლობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია და კომპიუტერულ პროგრამებში სრული ინტეგრირებაა. „თიბისი“ Microsoft-თან პროექტის #წერექართულად ფარგლებში უკვე 5 წელია თანამშრომლობს. ამ პერიოდში შეიქმნა ლექსიკონები და გაციფრულდა არაერთი ქართული ფონტი.
ამჯერად, ქართული ენა ხელმისაწვდომი გახდება სათარგმნი პლატფორმებისთვისაც. პროექტის პირველ ეტაპზე ინგლისურად ითარგმნა 100 000 ქართული წინადადება, რომელიც Microsoft-ს უკვე გადაეცა., შემდგომ ეტაპზე კი განხორციელდება მონაცემების ლოგიკურად დაკავშირება და აზრობრივი გასწორება. პროექტის ბოლო ეტაპია ქართულად მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რის შემდგომაც ქართული ენა სრულად ინტეგრირდება Microsoft-ის ყველა პროგრამაში და მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზეც სრულყოფილად წარმოჩინდება.
ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას ბესო მიქელაძე ემსხვერპლა. ,,როგორ დამენანე ბესო ძალიან მეწყინა შენი ამბავი უფალმა ნათელში ამყოფოს შენ სული გითანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს" ,,ვაიმე ეს რა უბედურება დაატყდათ თავს, ამ...










