გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას ბესო მიქელაძე ემსხვერპლა.
,,როგორ დამენანე ბესო ძალიან მეწყინა შენი ამბავი უფალმა ნათელში ამყოფოს შენ სული გითანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს”
,,ვაიმე ეს რა უბედურება დაატყდათ თავს, ამ ამბის გამგონეს გული გამეგლიჯა, ვწუხვა და ვიზიარებ, ენა არ მიბრუნდება, რა ვთქვა , ამ დროს ნუგეშსაც ვერ ვეტყვი ოჯახს, ნათელში იყოს მისი სპეტაკი სული” – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გონიოში, მსუბუქი ავტომობილის საბარგულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საბარგულში იჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.










