⚓?? “ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს!
20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.
ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00).
ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.
აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე” | წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფოტოს აქვეყნებს
რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში
გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით...










