15 ივლისიდან შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირი ავიარეისები ამოქმედდება. პირდაპირ ფრენებს ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, China Eastern Airlines შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.
„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ბილეთების ფასს – ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ივლისში ერთმხრივი ბილეთის ღირებულება ეკონომ კლასში 441 დოლარიდან იწყება.










