ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე ვახტანგ სოლოიანს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ბრუკლინში, Kings Highway-ის მიმდებარედ, Santander Bank-თან ახლოს ცხოვრობს.
სოლოიანი ერთ კვირაზე მეტია ახლობლებთან კონტაქტზე აღარ გასულა.ოჯახის წევრები და მეგობრები მამაკაცს პოლიციასა და სამედიცინო დაწესებულებებში ეძებენ.ისინი ასევე საზოგადოებას მიმართავენ და ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში დახმარებას სთხოვენ.










