თეიმურაზ თოლორაია კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. იგი 2020 წელს ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZhO) მათემატიკაში მაქსიმალური ქულით პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
თეიმურაზ თოლორაია არაერთი ჯილდოს მფლობელია მათ შორის:
✔ 2019 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI) ბრინჯაოს მედლის მფლობელია ინფორმატიკაში!
✔ 2019 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის მათემატიკაში (IMO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია მათემატიკაში!
✔ 2018 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის (IMO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია მათემატიკაში!
✔ 2019 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ვერცხლის მედლის მფლობელია ინფორმატიკაში!
✔ 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI) ვერცხლის მედლის მფლობელია ინფორმატიკაში!
✔ 2019 წლის სკოლებს შორის რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია; 2018 წელს – ვერცხლის!
✔ 2018 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია მათემატიკაში!
✔ 2018 წლის ირანის გეომეტრიის ოლიმპიადის (IGO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
✔ 2017 წლის ცენტრალური ევროპის ოლიმპიადის (CEOI) მონაწილეობის სერთიფიკატის მფლობელია ინფორმატიკაში!
✔ 2017 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის პირველ ადგილოსანია ინფორმატიკაში; 2016 წელს – მესამე ადგილი, 2018 და 2019 წელს – მეორე ადგილი!
✔ 2019 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის პირველ ადგილოსანია მათემატიკაში; 2018 წელს – მეორე ადგილი, 2017 წელს – მესამე ადგილი!
✔ 2018 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის მეორე ადგილოსანია ფიზიკაში; 2017 წელს – მეხუთე ადგილი!
✔ 2018 წლის საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის პირველ ადგილოსანია ინფორმატიკაში; 2016 და 2017 წელს – მეორე ადგილი!