ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველის, თამაზ სომხიშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მას ქალიშვილი გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარმა გაავრცელა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი 32 წლის ლიკა სომხიშვილი გულით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას სოციალურ ახლობლები ეხმაურებიან.
„ლონდონის ქართველების პატარა სათვისტომო დღეს ძალიან დიდ მწუხარებას განიცდის ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალების გამო, რომლის მამაც გახლავთ სწორედ ის პიროვნება, ვინც ქართულ სათვისატომოს მოგვცა შანსი,საკუთარ ეკლესიაში გველოცა.
მან შეისყიდა ჩვენთვის საოცარი ტაძარი, რომელიც გვაერთიანებს და საქართველოს ნოსტალგიას ცოტათი მაინც გვიწყალებს.
აბა რას იფიქრებდა, რომ ამ ტაძრის ეზოში მისი უსაყვარლესი ქალიშვილის დაკრძალვა მოუწევდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მთელს ქართულ სათვისტომოს კიდევ ერთი ქრისტიან მამულიშვილთან დაშორებას. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!!!“, – წერენ სოციალურ ქსელში.










