თამაზ სომხიშვილი – ეს სახელი და გვარი ბევრისთვის ცნობილი არ არის, თუმცა, იგი ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქართველია და სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მისი ქონება 1 მილიარდ დოლარსაც კი შეადგენს.
ამჯერად, მისი სახელი და გვარი საკუთარ ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება. მას ქალიშვილი გარდაეცვალა.
„ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარი, ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობს, საკათედრო ტაძრის ქტიტორს, მეცენატსა და ქველმოქმედს ბატონ თამაზ სომხიშვილს და ქალბატონ ნინოს, მათი ქალიშვილის ლია სომხიშვილის გარდაცვალებას.
ვლოცულობთ, რათა ქრისტე ღმერთმა საუკუნო განსასვენებელი მიჰმადლოს ლიას უკვდავ სულს. კვირას, 14 მარტს, აღესრულება წმიდა ლიტურგია. პანაშვიდი გაიმართება 14 და 15 მარტს 16:00 საათზე ლონდონის საკათედრო ტაძარში.
დაკრძალვა 16 მარტს, 14:00 საათზე საკათედრო ტაძრის ეზოში. დაკრძალვის დღეს 12:00 საათზე აღესრულება წესის აგება“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შემდეგნაირად ეხმაურებიან: „იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, კეთილი, გულისხმიერი და მოსიყვარულე“.










